გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მახაშვილი იტალიის ელჩს შეხვდა

7-07-2025

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.


„იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოსთან მეგობრულ და საქმიან გარემოში განვიხილე იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა. აგრეთვე, ვისაუბრეთ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობებზე“, - წერს ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, შეხვედრაზე, ასევე მიმოიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები.


„იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოსთან მეგობრულ და საქმიან გარემოში განვიხილე იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა. აგრეთვე, ვისაუბრეთ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობებზე. მიმოვიხილეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები. იტალიის ელჩს მადლობა გადავუხადე საქართველოს მხარდაჭერისთვის“, - წერს ლევან მახაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031