გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

10-07-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, ისრაელის მოქალაქე 1984 წელს დაბადებული მ.კ., რუსეთის მოქალაქე 2004 წელს დაბადებული ე.მ. და ბელარუსის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული ვ.ნ. სხვადასხვა დროს დააკავეს.


დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეფედრონი“, „მეთადონი“ და „ალფა -პვპ“. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031