გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

10-07-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1988 წელს დაბადებული მ.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის 1985 წელს დაბადებული ს.მ.-ს ბინაში, ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ძვირად ღირებული ნივთი, ასევე, 13 000 აშშ დოლარს მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, თანხის ნაწილი, საკეტის გამღები ინსტრუმენტი - ე.წ. „ატმეჩკა“ და ​ სხვადასხვა ხელსაწყო.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

აღნიშნული დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728