გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარეს

11-07-2025

სენაკში, „სორტას საველე ბანაკის“ ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა სიტუაციური საველე სწავლება ჩაატარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


სწავლებაში აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სპეციალური ოპერაციების სარდლობების, ეროვნული გვარდიის, სამხედრო დაზვერვისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.


სწავლება დაზვერვის ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის შემოწმებას, საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას და ახალი სადაზვერვო საშუალებების პრაქტიკულ გამოცდას ისახავდა მიზნად.


აღნიშნული სწავლება საველე შეკრების - „მსტოვარი 2025“-ის ფარგლებში ჩატარდა და მას გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა. შეკრების მთავარი ამოცანა იყო ქვედანაყოფების მოქმედების შეფასება, საველე დაგეგმარება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და დაზვერვის ტაქტიკურ უნარ-ჩვევებზე დაკვირვება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728