გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი: რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია, სახლები აუცილებლად უნდა დაიცალოს და ის, რომ მოსახლეობა არ თანხმდება შენობის დაცლას უდიდესი პრობლემაა

15-07-2025

რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია და მერიამ ვთქვათ გამონახოს ამ შენობის რეკონსტრუქციის სახსრები ის აუცილებლად უნდა დაიცალოს, სხვანაირად არ შეიძლება. რაც კალაძემ ბრძანა, რომ მოსახლეობა არ თანხმდება, ეს უდიდესი პრობლემაა,- განაცხადა არქიტექტორმა, ირაკლი როსტომაშვილმა გადაცემაში „პირველი ხაზი“, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას.


ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ისტორიულ ზონებში, მსგავს შენობებში, არის მე-3 და მე-4 კატეგორიის ავარიული სახლები და მათზე ვრცელდება საკუთრების უფლება, შესაბამისად მესაკუთრეების ნებართვის გარეშე სამუშაოებს ვერც მერია და ვერ ინვესტორი ვერ აწარმოებს.


„სხვათა შორის, ნიკო კახეთელიძემ ილაპარაკა ამ თემაზე და მე ვთვლი, რომ ნიკო კახეთელიძის მსგავსი ამ სფეროს მცოდნე ხელზე ჩამოსათვლელია. აქ არის მეორე საკითხი, საკრებულოში კანონი მისაღებია. წარმოიდგინეთ, როგორაა ისტორიულ ზონებში მსგავს შენობებში არის ავარიული სახლები მე-3, მე-4 კატეგორიის და ცხადია, უფლებრივი საკუთრებაა, მათი ნებართვის გარეშე იქ სამუშაოებს ვერც მერია, ვერც ინვესტორი ვერ აწარმოებს“,- განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.


სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031