გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე - დღეს ხომ რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა. სცენარიც ნაცნობია და შედეგიც - კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

19-07-2025

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებას ეხმაურება, რომ „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის“. როგორც იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რამდენიმე ასეული ქალი და ბავშვი რომ კვდება დაბომბვის შედეგად, ევროპარლამენტი იმაზე არ აკეთებს ხოლმე განცხადებას, მით უმეტეს, შაბათ-კვირას და დღეს უნდათ აქციაზე აგენტურა გამოიყვანონ.


„რამდენიმე ასეული ქალი და ბავშვი რომ კვდება დაბომბვის შედეგად, ევროპარლამენტი იმაზე არ აკეთებს ხოლმე განცხადებას. მით უმეტეს, შაბათ-კვირას… დღეს ხომ რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა. სცენარიც ნაცნობია და შედეგიც - კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა“, - წერს იონათამიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930