გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა

23-07-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ნ.მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„სამართალდამცველებმა თბილისში, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნ.მ.-ს მიერ უკანონოდ
შეძენილი და შენახული სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება
„გამომშრალი მარიხუანა“.

პოლიციამ ნ.მ. ბრალდებულის სახით დააკავა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930