გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ თბილისში გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი დააკავა

27-07-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქის, 1997 წელს დაბადებული ა.ბ.-ს მიმართ ფიზიკურად იძალადა და ძალადობის გამოყენებით მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


მიღებული დაზიანებებით ა.ბ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.


ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.


მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031