გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან

28-07-2025

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის შემოდგომის ერთერთი მთავარი მოვლენაა. ფესტივალი უკვე 17 წელია იმართება და ორ მთავარ პროგრამას წარმოადგენს -  საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამას. ფესტივალი წელს თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით 16 სექტემბერს სწორედ ქართული სპექტაკლების პროგრამით იწყება.


ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა კი 21 სექტემბერს დაიწყება და  წარმოადგენს ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთისა, ლატვიის, აშშ-ს  თეატრისა და თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავებს -  იტაი ტაირანის რიჩარდ III (თეატრი გეშერი, ისრაელი), ივან ბლექსტოკის  „თრეფლორდი“ (დიდი ბრიტანეთი)   დიმიტრის კანარზასის „ სახლი“ (ონასის სტეჯი, საბერძნეთი)  და ალვის ჰერმანისის „თეთრი ვერტმფრენი“  (ნიუ რიგა თეატრი, ლატვია). 


სპექტაკლების განრიგს და დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ვებგვერდზე www.tbilisiinternatiional.com


სპექტაკლები გაიმართება თეატრი 42-ის, გრიბოედოვისა და მარჯანიშვილის თეატრის სცენებზე; სპექტაკლებთან ერთად, ფესტივალი ასევე მოიცავს მასტერკლასებსა და ვორქშოფებს , რომელიც დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


მაყურებელს აქვს საშუალება შეიძინოს როგორც ბილეთები, ისე აბონემენტები სპექტაკლებზე. შესაძენად ეწვიეთ ბმულს, სადაც თიბისი კონცეპტ Visa ბარათის მფლობელები -20% ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031