გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე ხაბეიშვილს: შე დეენემით ნაციონალო, ბიძინა ივანიშვილთან მიგაგზავნეს და გინდა დალაგება, რომ შენი პატრონები, „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები გადარჩნენ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში ილაპარაკებ კორუფციულ სქემებზე?

29-07-2025

„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ „სალაპარაკო ადამიანს მოძებნის, ვისთანაც ლაპარაკი შეიძლება”.


ქადაგიძის თქმით, ხაბეიშვილს ივანიშვილთან „დალაგება“ უნდა, რომ მისი პატრონები - „ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნები გადარჩნენ.


„ხაბე, შე დეენემით ნაციონალო - ბიძინა ივანიშვილთან მიგაგზავნეს და გინდა დალაგება, რომ შენი პატრონები, ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნები გადარჩნენ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ილაპარაკებ კორუფციულ სქემებზე? ნელა ქენი, მაგ კორუფციულმა სქემებმა ისევ შენი პატრონები არ გადაიყოლოს. სცენარისტი მაინც გამოცვალე შე უბედურო, პატრონებს თუ ვერ იცვლი...” - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031