გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

12-11-2018

თბილისის ნაწილს ხვალ, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

 

კერძოდ, შეზღუდვა შემდეგ რაიონებს შეეხება:

 

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 02 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის, შალვა ნუცუბიძის, ჯიქიას და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, გელოვანის გამზირის და სიხარულიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, თიანეთის,  ილია ვეკუას, ხიზაბავრის,  ქერჩის, აკაკი ვასაძის და  გობრონიძის  ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

 

ნაძალადევის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031