გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში მეუღლის ცემაში ბრალდებული პირი დააკავეს

20-01-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული თ.ვ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.


მის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქევხიანში მცხოვრებმა თ.ვ.-მ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930