გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით ოპოზიციის ადრინდელ განცხადებებზე ამბობს, რომ ასეთი განცხადებების ავტორები იმავე განცხადებებზე რომ მოღალატეს გიწოდებენ, სწორედ ეს არის სამშობლოსა და გმირების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის

9-08-2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში აზიარებს „არქივიდან“ ვიდეოს, სადაც დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლები აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებულ განცხადებებს აკეთებდნენ.


ვიდეოში ვისმენთ გიორგი მარგველაშვილის, სალომე ზურაბიშვილის, გუბაზ სანიკიძის, ლევან ბერძენიშვილის, ლაშა ბუღაძის, შალვა ნათელაშვილის, გიორგი თარგამაძის განცხადებებს, რომლებიც აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებენ.


„არ უნდა გეგონოს, რომ დემოკრატიული სახელმწიფო რუსეთს გადაეფარება იმისთვის, რომ შენ დაგიცვას“;

„ცხინვალის დაბომბვის ფაქტები საქართველოს მხარემ დაიწყო“;

მის ცანცარს შეეწირა ეს ქვეყანა“;

„მძინარე ცხინვალზე თავდასხმა, წამოწყება იმ ომისა, რომელიც დასაწყისშივე წასაგებად იყო განწირული, არის საერთაშორისო დანაშაული“;

„სააკაშვილმა ვერ დამანახა მე, როგორც მოქალაქეს, რომ ის ცდილობდა ამ ომის ჩემგან აცილებას“;

„სააკაშვილია პერსონალურად პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 2004 წლის ზაფხულში, როდესაც დაიწყო ცხინვალის ავანტიურა, რომლის დასასრულიც იყო ის, რაც მოხდა 2008 წელს“; - ამ განცხადებების ავტორები სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები არიან.

ამ ფონზე ანანიძე მიიჩნევს, რომ „სწორედ ეს არის სამშობლოსა და გმირების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის“.

„ასეთი განცხადებების ავტორები იმავე განცხადებებზე რომ მოღალატეს გიწოდებენ, სწორედ ეს არის სამშობლოსა და გმირების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს....“, - წერს ცოტნე ანანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031