გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთში მოქმედი მერები 6-დან 4 მუნიციპალიტეტში - ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში წარადგინა, ახალციხეში მერობის კანდიდატი იქნება ვარლამ წიკლაური, ბორჯომში - მამუკა გელაშვილი

11-08-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა.


ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, „ქართულ ოცნებას“ კანდიდატებად მოქმედი მერები ჰყავს წარდგენილი.


მთავრობის მეთაურის თქმით, ახალციხეში მერობის კანდიდატი იქნება ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური, ბორჯომში კი - მამუკა გელაშვილი.


„სამცხე-ჯავახეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 6-დან 4 მუნიციპალიტეტში.

ესენია: 👇

✔️ ადიგენში გოჩა ქიმაძე

✔️ ასპინძაში როსტომ მაგრაქველიძე

✔️ ახალქალაქში მელქონ მაკარიანი

✔️ ნინოწმინდაში ანივარდ მოსოიანი

✔️ ახალციხეში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური

✔️ ხოლო ბორჯომში მამუკა გელაშვილი, რომელსაც აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031