გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აგვისტო 95 %-იანი დატვირთულობით მიმდინარეობს-ლოპოტა სპა რეზორტი

18-08-2025

ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი. მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, „ლოპოტა სპა რეზორტში“ გაზრდილია როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ფასიც.


ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. ივლისი 90-%-მდე იყო დატვირთული, აგვისტო კი 95%-ით დატვირთულია. ჩვენი მთავარი ბაზარი წელს ისრაელია. სეზონს სრულად რენოვირებული ოთახებით შევხვდით და შევძელით საშუალო დღიური განაკვეთის აწევა, შესაბამისად საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან. ასევე უკვე დავაანონსეთ რთველის ტრადიციული ფესტივალი 21 სექტემბერს და ველით ჩვენს ერთგულ სტუმრებს“,-აცხადებს მაკა ღვლივიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031