გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ბლაგვი საგნით სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა“ - მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

23-08-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული შ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ ქედისუბანში ბრალდებულმა შ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კ.ვ.-ს ბლაგვი საგნით სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც კ.ვ. გარდაიცვალა.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ინფორმაციისთვის, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031