გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი: გვაქვს მიმდინარე პროექტები, შენდება სტადიონები, მოეწყო სკვერები, სამომავლოდ ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომელიც ბორჯომს ტურიზმისთვის სჭირდება

25-08-2025

„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს.

წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, გელაშვილმა ისაუბრა ბორჯომში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.


როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხების გარდა, სამომავლოდ განხორციელდება ისეთი პროექტები, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, ასევე, ყურადღება მიექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასაც.


„ბორჯომში მოეწყო სკვერები, მიმდინარე პროექტები არის, სტადიონები შენდება. თითქმის დასრულდა ბორჯომში გაზიფიცირება. სამომავლოდ ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომელიც ბორჯომს ტურიზმისთვის სჭირდება. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით შენდება სპორტკომპლექსი, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. მინდა, განვავითაროთ და უფრო წინ წამოვწიოთ ჯანსაღი ცხოვრების სტილი“, - განაცხადა მამუკა გელაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031