გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რაჭა გემო ფესტს უმასპინძლებს

26-08-2025

რაჭაში გემო ფესტი ბრუნდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი 29–30 აგვისტოს, ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე გაიმართება.გემო ფესტი პირველად სწორედ რაჭაში, 2022 წელს ჩატარდა. წლევანდელ გემო ფესტში რაჭაში 15-მდე ადგილობრივი მზარეული მიიღებს მონაწილეობას.


გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი რაჭული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.


ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე მოეწყობა კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზრობა. გემო ფესტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31