გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაზისუბანში, მშობელმა სკოლის დირექტორის უკბინა

14-11-2018

ვაზისუბნის ერთ-ერთ სკოლაში, მშობელმა სკოლის დირექტორს უკბინა.

 

არსებული ინფორმაციით, მეოთხე კლასის მოსწავლის მშობელსა და მასწავლებელს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც სიტყვიერ დაპირისპირებაში სკოლის დირექტორი ჩაერთო. შუახნის მამაკაცებს შორის  შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მშობელმა დირექტორს ხელზე უკბინა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც მას შრატი გაუკეთეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.


inforustavi.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30