გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ზამურ ჭითანავა, ნახიდურში, ხიდიდყურსა და მუხრანაში მოსახლეობას შეხვდა

29-08-2025

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა, აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას ამომრჩეველთან.


მერობის კანდიდატი ამჯერად სოფლებს: ნახიდურს, ხიდიდყურსა და მუხრანას სტუმრობდა, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრები ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.


შეხვედრებზე, ადგილობრივებს წარედგინათ კანდიდატის სამომავლო გეგმები, ასევე განხილულ იქნა სოფლებში არსებული საჭიროებები, მოქალაქეების ხედვები და ინიციატივები.


„ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით. მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. ვგეგმავთ, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ერთობლივად გადავჭრათ ყველა საკითხი და განვაგრძოთ მუნიციპალიტეტის განვითარება,“ - განაცხადა ზამურ ჭითანავამ.


„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის თქმით, 4 ოქტომბერს მოსახლეობის მხარდაჭერას ელის და მზად არის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მუშაობის გასაგრძელებლად. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031