გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებით განვითარებას, რაც ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას და ქვეყნის ეკონომიკის მედეგობას

29-08-2025

„2025 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 6,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი - ივლისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტით განისაზღვრა. საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გეოპოლიტიკური თუ საგარეო შოკების მიუხედავად, განაგრძობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებით განვითარებას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას და ქვეყნის ეკონომიკის მედეგობას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.


აღსანიშნავია, რომ ივლისის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების; ინფორმაციისა და კომუნიკაციის; ხელოვნება, გართობა, დასვენებისა და ვაჭრობის სექტორებმა. მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები.


„ჩვენი მოლოდინით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მომდევნო წლებში გაგრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025 – 2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა როგორც რეგიონის, ასევე ევროპის, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, რომელიც საშუალოდ 5,4 პროცენტს შეადგენს," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031