გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა

31-08-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის, ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული ს.ა., 1988 წელს დაბადებული ნ.ვ., წარსულში ნასამართლევები: 1993 წელს დაბადებული ი.ე. და 1989 წელს დაბადებული ვ. კ.


სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ალფა პვპ“, „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.


ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, 260-ე კვარტა მუხლითა და 273-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031