გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ზუგდიდში სილამაზის სალონი გაქურდეს

14-11-2018

ზუგდიდში სილამაზის სალონი „ნეილ არტი“ გაქურდეს. სალონის მფლობელის, სალომე ფარცვანიას ინფორმაციით, წაღებულია სტერელიზაციის აპარატი, ფრჩხილის ლაქები და კომპიუტერი.


„არ ვიცით ჯერ კიდევ რა ნივთებია გატანილი. კარი დაკეტილი დაგვხვდა და ვვარაუდობთ, რომ ქურდმა ფანჯრით ისარგებლა. როგორც ჩანს ყავის აპარატის გატანაც უნდოდა, თუმცა ვერ მოახერხა“, - განაცხადა სალომე ფარცვანიამ.


ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.


შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


ipn.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930