გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე მოსახლეობას ხვდება

10-09-2025

პარტია „ქართული ოცნების“ ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.


თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა, პარლამენტის წევრ ირაკლი ხელაძესთან ერთად, შეხვედრა ამჯერად ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე გამართა.


„ამომრჩევლებთან მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები განვიხილეთ: გამწვანებული სივრცეების რეაბილიტაცია-მოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოქალაქეებზე ზრუნვა - სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ა.შ. ეს ყველაფერი დედაქალაქში კახა კალაძისა და მისი გუნდის მიერ ბოლო 8 წლის განმავლობაში გაკეთდა და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება“, - აღნიშნა დავით ჭელიძემ. თბილისის საკრებულოში ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ოთხი წარმომადგენელი ეყოლება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930