გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: დღისით-მზისით, ამერიკაში ვიღაცას ან ყელს ჭრიან, ან პირდაპირ ეთერში სნაიპერები ტყვიებს უშენენ, ამ დროს მაინც ვიღაც ე.წ ჰელსინკის კომისიად წოდებული ვიგინდარები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე მსჯელობენ

11-09-2025

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როდესაც ამერიკაში ვიღაცას ან ყელს ჭრიან, ან პირდაპირ ეთერში ხალხს სნაიპერები ტყვიებს უშენენ, საფრანგეთიში კი სპეცრაზმი და მომიტინგეები ხოცავენ ერთმანეთს, ამ დროს ვიღაც ე.წ ჰელსინკის კომისიად წოდებული ვიგინდარები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე მსჯელობენ.


„დღისით-მზისით, ამერიკაში ვიღაცას ან ყელს ჭრიან, ან პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივად პატივცემულ ხალხს სნაიპერები ტყვიებს უშენენ.
ევროპაში კიდევ, საფრანგეთი ზანზარებს, სპეცრაზმი და მომიტინგეები ხოცავენ ერთმანეთს…


ხოდა, რატომღაც, ამ დროს მაინც ვიღაც ე.წ ჰელსინკის კომისიად წოდებული ვიგინდარები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე მსჯელობენ!”- წერს მეტრეველი.


ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში სტუდენტური ჯგუფის მიერ იყო მიწვეული, სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მდებარე კამპუსის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიყენებული დაზიანების შედეგად ის მალევე დაიღუპა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728