გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

14-11-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა სელიმ ხიმშიაშვილის, ვახტანგ მახალდიანის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, ალილუევის, მანჯგალაძის და ჩოხატაურის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 15 საათამდე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს, 13 საათიდან 18 საათამდე კი ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, ავლიპ ზურაბაშვილის, კოშკოვანის, კობარეთის, გარეკახეთის და დოესის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


ასევე, 10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრის), სოფელი დიღმის, ჩალისპირების დასახლების და სამხედრო გზატკეცილის მაცხოვრებლები, ხოლო 15 საათიდან 18 საათამდე ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ბესარიონ ჟღენტის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31