გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ბითაძე: გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა, რაც სასიხარულოა

11-09-2025

გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა, რაც სასიხარულოა, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.


ბითაძის თქმით, ამგვარი აქტის მიღება დააზიანებდა საქართველოს მოსახლეობის ნდობას ამერიკის და იმ ღირებულებების მიმართ, რაზედაც ეს სახელმწიფოა აგებული.


„განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, მათ შორის ევროპარლამენტში იმ პოლიტიკოსთა რაოდენობა იმატებს, რომლებიც კარგად ხედავენ, რა უსამართლო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ ზოგიერთი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო.


გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა. ეს სასიხარულოა იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი აქტის მიღება დააზიანებდა საქართველოს მოსახლეობის ნდობას ამერიკის და იმ ღირებულებების მიმართ, რაზედაც ეს სახელმწიფოა აგებული.


საბედნიეროდ, ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის დასრულდა პროცესი, რაზეც პიარკამპანია ჰქონდათ აგებული მავნებლებს, რომლებიც რადიკალებიდან ფაშისტებად მოგვევლინენ. რაც მოხდა, კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის“, - აღნიშნა ბითაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930