გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

16-09-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.


ტექნოლოგიური ჰაბი პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება. პროექტის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო. 


ამ დროისთვის დასრულებულია გარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ტექნოპარკის შესასვლელის მხრიდან საავტომობილო გზის, სკვერის, მწვანე საფარის და გარე განათების, მწვანე ღობის მოწყობის სამუშაოები. მიმდინარეობს სარწყავი სისტემის მოწყობა, დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება. 
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, 3D პრინტერების ლაბორატორია, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის.


ტექნოლოგიური ჰაბისთვის შესყიდულია საქართველოში პირველი მეტალის 3D პრინტერი, რომლის მეშვეობითაც სტარტაპებს, ინჟინრებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მეტალისგან შექმნან რთული, მაღალი სიზუსტით დამზადებული კომპონენტები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930