გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი: მიუხედავად შესრულებული სამუშაოებისა, გამოწვევები კვლავ რჩება, რისთვისაც ვიმუშავებთ და ეტაპობრივად აღმოვფხვრით ყველა პრობლემას, მჯერა, მომავალი წლები კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება

17-09-2025

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი ბენდელიანი ამჯერად ზღვისუბნის მე-11 მრ, მე-2 კვ, N29 კორპუსის მცხოვრებლებს სკვერში შეხვდა, რომელიც გასულ წელს სრულად რეაბილიტირდა.


მაჟორიტარობის კანდიდატს ძალიან დადებითი და პოზიტიური შეხვედრა ჰქონდა. ამომრჩეველს მოლოდინი აქვს, რომ კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება ზღვისუბანში.


ბენდელიანის თქმით, „მიუხედავად შესრულებული სამუშაოებისა, გამოწვევები კვლავ რჩება, რისთვისაც ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და ეტაპობრივად აღმოვფხვრით ყველა ამ პრობლემას“.


მას ასევე სჯერა, რომ მომავალი წლები კიდევ უფრო ეფექტიანი და ნაყოფიერი იქნება ჩვენი უბნისთვის და ზოგადად დედაქალაქისთვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930