გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ბუზალაძემ კარალეთის თემში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

19-09-2025

გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, კონსტანტინე ბუზალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კარალეთის თემში მოსახლეობას შეხვდა და საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა.


ბუზალაძის თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატი მურაზ ღოლიჯაშვილი იქნება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევებს კარგად იცნობს და მათ მოგვარებაზეც აქტიურად იმუშავებს.


„მაჟორიტარი კანდიდატი საკრებულოში მურაზ ღოლიჯაშვილი იქნება. კანდიდატს ადგილობრივები კარგად იცნობენ და თავადაც კარგად იცის ის გამოწვევები, რომელთა მოგვარების გზებზეც უკვე ვმუშაობთ.


შეხვედრები კარალეთში, დიდ და პატარა გარეჯვარში და კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში გაიმართა.


ამ სოფლებში მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდასაუბნო გზებს, კარალეთში მოეწყო სანიაღვრე არხი, ასევე, მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობა.


მჯერა, 4 ოქტომბერს მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერა გვექნება და ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება” - წერს კონსტანტინე ბუზალაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031