გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე ბრიტანეთის სანქციებზე: საქართველოს ხელისუფლების გაშავების მცდელობაა, როდესაც ასანქცირებენ პიროვნებას, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ასაღებენ ისე, თითქოს ეს არის საქართველოს შავი ლაქა

20-09-2025

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის და ბიზნესმენ ლევან ვასაძისთვის დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა.


ხუნდაძე დიდი ბრიტანეთის მიერ განხორციელებულ ქმედებას „საქართველოს ხელისუფლების გაშავების მცდელობას“ უწოდებს.


„საქართველოს ხელისუფლების გაშავების მცდელობაა, როდესაც ასანქცირებენ პიროვნებას, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ასაღებენ ისე თითქოს ეს არის საქართველოს შავი ლაქა“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31