გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას არანაირი კონტაქტი არ აქვს ამომრჩეველთან, მათთვის სასიცოცხლო პოლიტიკურ ძალებს იღებენ არა ქვეყნის შიგნით - საზოგადოებისგან, არამედ იმ ძალებისგან, რომლებიც მათ წლების განმავლობაში,ქვეყნის ფარგლებს გარედან აძლევენ

20-09-2025

„კარგად ჩანს, რეალურად, ისინი, მათთვის აუცილებელ სასიცოცხლო პოლიტიკურ ძალებს იღებენ არა ქვეყნის შიგნით, საზოგადოებისგან, ვისგანაც წესით ნდობა უნდა მიიღონ, არამედ იღებენ იმ ძალებისგან, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარედან აძლევენ დავალებებს“, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის საზღვარგარეთ ვიზიტებს.


მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციას არანაირი კონტაქტი არ აქვს ამომრჩეველთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ოპოზიციის აგენტურული ბუნება.


„რადიკალურ ოპოზიციას არანაირი კონტაქტი არ აქვს ამომრჩეველთან. აქაც კარგად ჩანს, რეალურად, ისინი, მათთვის აუცილებელ სასიცოცხლო პოლიტიკურ ძალებს იღებენ არა ქვეყნის შიგნით, საზოგადოებისგან, ვისგანაც წესით ნდობა უნდა მიიღონ, არამედ იღებენ იმ ძალებისგან, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარედან აძლევენ დავალებებს, სასიცოცხლო რესურსებს, კარგად და კიდევ ერთხელ გამოკვეთილად მათ საკუთარი თავი გამოავლინეს როგორც ჩვეულებრივი აგენტურა ქვეყანაში, ქვეყნის ფარგლებს გარედან მართული და არა საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის, არამედ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031