გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვემო ქართლის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

20-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.გ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.


დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაღაზიის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მ.გ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930