გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში სტუდენტებს შეხვდა

21-09-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დმანისის ახალგაზრდულ ცენტრს ესტუმრა, სადაც პროექტის – „აღმოაჩინე საქართველო - დმანისის მუნიციპალიტეტი“ მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.

 

სტუდენტებთან საუბრისას მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა როგორც ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ისე მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.

 

დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ.

 

2025 წელს, დმანისის ახალგაზრდული ცენტრი პროექტის – „აღმოაჩინე საქართველო - დმანისის მუნიციპალიტეტი‘‘ ფარგლებში 350 ახალგაზრდას შვიდ ნაკადად უმასპინძლებს.

 

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში საკვანძო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, მათთვის საგანმანათლებლო, მრავალფეროვანი სპორტულ-შემეცნებითი აქტივობებისა და ტრენინგების შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიას, ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას.

 

პროექტი ახალგაზრდობის სააგენტოს  მხარდაჭერით, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით ხორციელდება. დმანისის ახალგაზრდული ცენტრი წარმოადგენს მულტიფუნქციური სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა აქტივობა.

 

შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031