გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

23-09-2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2014 წელს სირიაში გაემგზავრა, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიაცია "ისლამურ სახელმწიფოს" და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ასევე, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა. მისი მონაწილეობით ინტერნეტსივრცეში არაერთი ფოტო და ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკა და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მოწოდებაა ასახული.


მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) დაუსწრებლად წარედგინა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031