გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა

23-09-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და თბილისსა და ერევანს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.


ერევნის მერმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მათ შორის ურბანული განვითარება და სატრანსპორტო პოლიტიკა.


პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და სექტორული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930