გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გაბი კამაევი „ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტზე: უნიჭო სპექტაკლიც ამას ჰქვია, ტიპებს წინასწარ „ფეისბუქ ქარდებიც“ ჰქონდათ მომზადებული დასადებად

25-09-2025

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გაბი კამაევი ნაძალადევში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე დამსწრეთათვის კვერცხების სროლის ფაქტს ეხმიანება.


კამაევი აღნიშნულ ფაქტს „უნიჭო სპექტაკლს“ უწოდებს და აცხადებს, რომ პარტიის წარმომადგენლების მიერ წინასწარ იყო კვერცხების სროლა დაგეგმილი.


„უნიჭო სპექტაკლიც ამას ჰქვია, ტიპებს წინასწარ „ფეისბუქ ქარდებიც“ ჰქონდათ მომზადებული დასადებად: არიქა, კვერცხებს გვესვრიან. გაფიცებთ მაგ კვერცხების სროლას ელისაშვილისთვის მიგეცათ, ყიყლიყოებს მაინც მიირთმევდა დილაობით“,- წერს კამაევი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930