გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია „ლელოს“ საარჩევნო კლიპზე: მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალა ბედავს და ჩვენი ქვეყნის გმირების სახელით, კვლავ სპეკულირებს, მერაბ კოსტავაზე ხელის ამწევმა, ზვიადის სახელს მაინც დაანებოს თავი

27-09-2025

გიორგი გამსახურდია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპს გამოეხმაურა, რომელიც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა საზოგადოებას მათთან შეხვედრის დროს წარუდგინა.


გიორგი გამსახურდია „ლელოს“ მოღალატეობრივ პოლიტიკურ ძალას უწოდებს. მისი კრიტიკა კი, კლიპში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოჩენას მოჰყვა.


„ეს მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალა, ბედავს და ჩვენი ქვეყნის გმირების სახელით, კვლავ სპეკულირებს. არ მიკვირს ამათგან არაფერი, რასაც ხაზარაძე მევახშე იკადრებს, იმას ფერმის ღორიც არ იკადრებს. მაგრამ ეს ზედმეტია. ამ ნაძირალამ, მერაბ კოსტავაზე ხელის ამწევმა, ზვიადის სახელს მაინც დაანებოს თავი, სანამ დროა და მისთვის ჯეროვნად მომიცლია“, - წერს გამსახურდია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031