გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძემ სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯ „ჰორიზონტის“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

28-09-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯ „ჰორიზონტს“ ეწვია, სადაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გამოფენა დაათვლიერა და სატყეო მიმართულების პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.

 

„დღეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ორიენტირებულნი არიან განვითარებასა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამების შეთავაზებაზე. რაც ყველაზე მთავარია, კოლეჯები უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის ცოდნის მიწოდებას.

 

ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში არსებული კოლეჯები, სადაც მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, თავისივე მუნიციპალიტეტში, ქალაქსა თუ სოფელში დაეუფლონ პროფესიას, დარჩნენ ადგილზე და ემსახურონ ქვეყანას. ამის თვალსაჩინო მაგალითია სოფელ გორაბერეჟოულის კოლეჯი, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში მრავალპროფილიანი, კვალიფიციური კადრების მომზადებას. ეს კი სოფლის მეურნეობის დარგების სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს,“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯის მშენებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კოლეჯი აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კოლეჯი 100 სტუდენტზეა გათვლილი და მსურველებს სთავაზობს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის, მევენახეობას, სატყეო საქმეს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ბუღალტრულ აღრიცხვას, მებაღეობას და სხვა. გორაბერეჟოულის კოლეჯი, რომელიც 1924 წლიდან ფუნქციონირებდა, პროფესიული განათლების ერთ-ერთი პირველი კერაა საქართველოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031