გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი: დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა

29-09-2025

„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. 

„შეხვედრები სოფელ ჩითახევში, სოფელ ლიკანში და ლიკანში დევნილთა დასახლებაში გავმართეთ.


მოგეხსენებათ, რომ ე.წ ფაფის დასახლებაში, 150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ამ ეტაპზე ათსართულიანი კორპუსის ყველა სართული უკვე აშენებულია და სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.


სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადმოგეცემათ, რომლებიც წლების განმავლობაში ბორჯომში არასათანადო პირობებში ცხოვრობდით, დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა“, - წერს მამუკა გელაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031