გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, წალენჯიხის ოპოზიციური მერიის თანამშრომელი, ემზარ ქარდავა, სოფელ ლიაში ავტომანქანით 26 წლის გოგოს დაეჯახა, ადგილზე მიატოვა და მიმალვა სცადა. მოგვიანებით ქარდავა პოლიციამ დააკავა, ის არაფხიზელ მდგომარეობაშია

1-10-2025

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, წალენჯიხის ოპოზიციური მერიის თანამშრომელი, ემზარ ქარდავა, სოფელ ლიაში ავტომანქანით 26 წლის გოგოს დაეჯახა, ადგილზე მიატოვა და მიმალვა სცადა.


მოგვიანებით ქარდავა პოლიციამ დააკავა, ის არაფხიზელ მდგომარეობაშია. როგორც წყარო სოფელი ლიადან იტყობინება:


„ემზარ ქარდავა ლიაში მოძრაობდა საკუთარი მიკროავტობუსით, სწრაფად მოძრაობდა დაეჯახა ახალგაზრდა გოგონას, ზედაც არ შეხედა საკუთარი მანქანა სახლში გადამალა და მიმალვა სცადა. როგორც შემდეგ გავარკვიეთ გოგონა ოკუპირებული საბერიოდანაა, სასწრაფომ წაიყვანა, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, გადარჩენის შანსები ძალიან ცოტა აქვსო თქვეს ადგილზე“ - აცხადებს თვითმხილველი ჩვენთან სატელეფონიო საუბარში.


ემზარ ქარდავა წალენჯიხის სოფელ ლიაში მერის რწმუნებულის ადმინისტრაციაში სპეციალისტად მუშაობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031