გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

4-10-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მე-12 ოლქის 26-ე უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.


„მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. კახეთში აქტივობა საკმაოდ მაღალია თვითმმართველობის არჩევნებზე. მხარი დავუჭირე ძალას, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და მეტ სიკეთეს რეგიონებისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე ჩაივლის ისე მშვიდ ვითარებაში, როგორც ამ დრომდე მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ კიდევ ერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930