გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კახა წიქარიშვილი: გზის გადაკეტვას აღარ მივიჩნევ საჭიროდ

5-10-2025

“გზის გადაკეტვას აღარ მივიჩნევ საჭიროდ თუმცა ვერც ვერავის ავუკრძალავ”- წერს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში.
ის ასევე მიიჩნევს, რომ საჭიროა შეიქმნას პროტესტის ახალი უჯრედები სუფთა და გულწრფელი ადამიანებისგან და ახლებურად დაორგანიზდნენ.
“პროტესტის მონაწილეებს მინდა ყველას მოგეფეროთ, განსაკუთრებით იმ ხალხს ვინც 300 დღე იდექით მზეში ქარში და წვიმაში თუმცა არ გიცნობთ ვინაიდან ყველას ჩვენ ჩვენი კუთხე გვქონდა რუსთაველზე. მე გავაგრძელებ იქ მოსვლას ყოველ საღამოს და ვიქნები ისევ 9 აპრილის მემორიალთან. გზის გადაკეტვას აღარ მივიჩნევ საჭიროდ თუმცა ვერც ვერავის ავუკრძალავ. უნდა შევქმნათ პროტესტის ახალი უჯრედები სუფთა და გულწრფელი ადამიანებისგან და ახლებურად უნდა დავორგანიზდეთ.”- წერს წიქარიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031