გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: თუ 70 წელს გადაცილებული ხარ და ექიმი ხარ, მაშინ გაქვს უფლება შტურმით აიღო პრეზიდენტის რეზიდენცია? კანონი ყველასთვის კანონია - არ აქვს მნიშვნელობა არც სქესს და არც ასაკს, დააშავებ-დაისჯები!

10-10-2025

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებაზე ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს.


მისი განცხადებით, აქციაზე მყოფმა ყველა ადამიანმა, ყველაფერი იცოდა. ამასთან, მეტრეველი აღნიშნავს, რომ კანონი ყველასთვის ერთია და არც სქესს აქვს მნიშვნელობა, არც - ასაკს, შესაბამისად, თუ დანაშაულს ჩაიდენ, დაისჯები.


„თუ 70 წელს გადაცილებული ხარ და ექიმი ხარ, მაშინ გაქვს უფლება შტურმით აიღო პრეზიდენტის რეზიდენცია? ცოტა ხანში, ალბათ იტყვით, რომ მკვლელობის და სპეცრაზმელების დაწვის უფლებაც ჰქონდა ბატონ ჩახუნაშვილს?! კანონი ყველასთვის კანონია - არ აქვს მნიშვნელობა არც სქესს და არც ასაკს. დააშავებ-დაისჯები! #ყველამყველაფერიიცოდა“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031