გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა

11-10-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა -კულტივირებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2005 წელს დაბადებული: გ.ა.,1982 წელს დაბადებული რ.შ., 1995 წელს დაბადებული მ.კ. წარსულში ნასამართლევი - 1987 წელს დაბადებული ჯ.დ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული ა.ნ., 1993 წელს დაბადებული ს.ბ. და 1986 წელს დაბადებული რ.ე.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „გამომშრალი მარიხუანა“, „მეთადონი“ „ალფა-პვპ“ და „მცენარე კანაფი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის პარკები და ელექტრო სასწორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031