გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველს“: ვთქვათ გამოგყვებით წარმოუდგენელ სიგიჟეში, რომ სუსმა წინასწარ გადახერხა რკინის ჯებირი, რომ მარტივად გადანგრეულიყო, ამ ფოტოზე რას იტყვით, რომ სუსმა ბეტონი დაალბო წინასწარ, რომ ისიც მარტივად გადანგრეულიყო?

12-10-2025

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ეთერში გაშუქებულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წინასწარ გადახერხა რკინის ჯებირები, რათა მარტივად გადანგრეულიყო.


მისივე თქმით, „ტვ პირველში“ თავადაც არ სჯერათ იმ წარმოუდგენელი სიბეცის, რასაც ავრცელებენ, თუმცა სასოწარკვეთილი პატრონების დავალებით თუთიყუშებივით იმეორებენ.


„კარგი, ვთქვათ ერთი წამით გამოგყვებით წარმოუდგენელ სიგიჟეში, რომ სუსმა წინასწარ გადახერხა რკინის ჯებირი, რომ მარტივად გადანგრეულიყო. ამ ფოტოზე, მათ შორის თქვენ ეთერში გასულ კადრზე რას იტყვით, რომ სუსმა ბეტონი დაალბო წინასწარ, რომ ღობესთან ერთად ისიც მარტივად გადანგრეულიყო? არ ვიცი, თავად გჯერათ თუ არა იმ წარმოუდგენელი სიბეცის, რასაც სასოწარკვეთილი პატრონები გავალებენ და შემდეგ, თუთიყუშებივით იმეორებთ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ თქვენს მაყურებელზე უმდაბლესი წარმოდგენა გაქვთ და ამ სიშლეგეს აჯერებთ. ვაი, თქვენს პატრონს!“, - წერს ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031