გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

13-10-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.


სოფელ რიყეთში, მოქალაქესსპეციალურ სათავსო ნაგებობაში არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული.


ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს-ს ხულოს რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031