გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: თუ FARA ძალიან წარმატებით მუშაობს აშშ-ში, გაუგებარია ვენეციის კომისია რატომ გვიკრძალავს ქართველებს, რომ გვქონდეს იდენტური გამჭვირვალობა

16-10-2025

„იმ პირობებში, როდესაც FARA-ს კანონმდებლობა ძალიან კარგად და წარმატებით მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაუგებარია ვენეციის კომისია, რატომ გვიკრძალავს ქართველებს, რომ გვქონდეს იდენტური გამჭვირვალობა და, შესაბამისად, ვაკონტროლოთ უცხოური გავლენები ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.


„როგორც ჩანს ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, რომ გამჭვირვალობა უკანონოდ გამოაცხადოს და ის საფუძვლები, რომლებიც ჩვენს კანონმდებლობას, მათ შორის, გამჭვირვალობის შესახებ იქნება ეს თუ FARA-სთან იდენტურ კანონს აქვს, აღნიშნოს, რომ ეს კანონი არ ეკუთვნის საქართველოს. თუ იმ პირობებში, როდესაც FARA-ს კანონმდებლობა ძალიან კარგად და წარმატებით მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაუგებარია ვენეციის კომისია რატომ გვიკრძალავს ქართველებს, რომ გვქონდეს იდენტური გამჭვირვალობა და შესაბამისად ვაკონტროლოთ უცხოური გავლენები ჩვენს ქვეყანაში.


ასევე, საინტერესო არის, რომ მათ დასკვნაში მინიმუმამდე არის დაყვანილი სამართლებრივი არგუმენტები და უფრო მეტად აპელირება ხდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რაც ვფიქრობ, რომ არც ვენეციის კომისიის და არც რომელიმე სხვა გარე აქტორის გადასაწყვეტი არ არის. ამ კუთხითაც, აღნიშნული დასკვნა არის საკმაოდ უხეში ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.


ვენეციის კომისია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე, გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“ შესახებ სხვა კანონებზე მოსაზრებას აქვეყნებს. კომისია აღნიშნავს, რომ FARA-ს ქართული ანალოგის არასაკმარისი სიცხადე და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის სამართლებრივ პრინციპებს, კანონით დაწესებული ვალდებულებები კი არაპროპორციულია. კომისიის აზრით, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ანტიკორუფციულ ბიუროს მინიჭებული აქვს უკიდურესად ფართო დისკრეცია და მას არ გააჩნია დამოუკიდებლობის საკმარისი გარანტიები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031