გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შიდა ქართლში70 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

17-10-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.


შიდა ქართლში, ქალაქ ქარელის ტერიტორიაზე წისქვილის არხის1,5 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. საირიგაციო არხით ქარელისა და სოფელ ზემო ხვედურეთის მოსახლეობა სარგებლობს.   


ჩატარებული სამუშაოებიარხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, დაახლოებით 70  ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც უხვი და ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდას  შეუწყობს ხელს.

სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს და დასრულების ეტაპზეა.


აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში,შიდა ქართლის  რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნვეყოფილია დამატებით 20 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 15,685 ჰექტარზე გაუმჯობესდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031