გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს

21-10-2025

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა საბოლოო ჯამში ერთი წელი იწვალეს და ბოლოს აღიარეს არჩევნების და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაცია.


„ეს ყველაფერი მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში და ზოგადად „დიფ სთეითში" არსებულ რთულ მდგომარეობაზე. ხან ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ხან ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ. მთავარი ის არის, რომ რეალურად ამით ვერანაირად ვერ ცვლიან ოპოზიციისთვის სასარგებლოდ ვითარებას. ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს. ვერც ვერაფერს დააკლებს, ვერც ვერაფერს შემატებს და ვერც თავისთვის ვერაფერს შემატებს ეს გადაწყვეტილება ამ პარტიას. აქამდე მიიყვანა საბოლოო ჯამში პატრონების კარნახმა ეს პოლიტიკური პარტიები, რაც ძალიან სამწუხაროა მათთვის და ძალიან კარგია ქართული დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა უმრავლესობა შექმნეს ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცმოძრაობასთან" ერთად და ამბობდნენ, რომ კოალიციაში არ ვართ „ნაცმოძრაობასთანო", ასეთივე აბსურდში არიან.


„პარლამენტის წევრები გახდნენ და რანაირად, აბა რისი წევრები არიან. თუ არიან პარლამენტის წევრები, ე.ი. პარლამენტი არის ლეგიტიმური. უსუსურად თავი იმართლო რაღაცებზე ოპოზიციის წინაშე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს მათ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031